თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფის "მერცხლები"-ს აღსაზრდელებმა დედებისთვის საჩუქრები დაამზადეს. პატარებმა თავიანთი ხელის ანაბეჭდები აიღეს და მის მიხედვით გამოძერწეს, შემდეგ გააფერადეს და ზედ პატარა გულები მოათავსეს.
ბავშვებმა საკუთარი ხელით დაამზადეს 3 მარტის მისალოცი ბარათებიც, სადაც თავიანთ დედიკოებს ლამაზი სურვილები ჩაუწერეს.
საჩუქრების შექმნაში პატარებს აღმზრდელები: ნესტან გოლეთიანი და თეონა იკაშვილი დაეხმარნენ.
Commentaires