top of page

CEA-ს საზაფხულო ბანაკი აშშ-ში


წარმატებით მიმდინარეობს თანამედროვე განათლების აკადემიის საზაფხულო ბანაკი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოსწავლეები ბოსტონის CATS Academy-ში იმყოფებიან, სადაც ინგლისური ენის ინტენსიურ კურსს გადიან. პარალელურად ახალგაზრდები ერთვებიან სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ აქტივობაში. ასევე, აქვთ დრო ქალაქში გასეირნებისა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისთვის.


მოსწავლეებმა, ტურის - Boston Freedom Trail ფარგლებში, ქალაქის ისტორიული ნაწილი მოინახულეს, სადაც ბანაკის მონაწილეებს, ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებაში, ბოსტონის როლი გააცნეს.


ახალგაზრდები, მომდევნო დღეს, კემბრიჯს ესტუმრნენ და ჰარვარდის უნივერსიტეტი მოინახულეს, რომელიც შეერთებულ შტატებში უძველესი უმაღლესი სასწავლებელია და ასევე, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია მსოფლიოში.


საზაფხულო ბანაკი ამერიკაში 16 დღეს მოიცავს. კურსის ბოლოს, მოსწავლეები 2 დღით ეწვევიან ნიუ იორკსაც.


CEA-ს საზაფხულო ბანაკს ამერიკაში, თანამედროვე განათლების აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებელი გიორგი კვიკვინია ხელმძღვანელობს.

______________

  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 2020 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page