top of page

CEA-ს საზაფხულო ბანაკი ავსტრიაში


თანამედროვე განათლების აკადემიის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკი ავსტრიაში გრძელდება. ორკვირიანი გერმანული ენის კურსების გარდა, მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ აქტივობაში ერთვებიან. ასევე, ათვალიერებენ ვენისა და ავსტრიის სხვა ქალაქების ღირსშესანიშნაობებს.

ბანაკის მონაწილეები პირველ დღეს შენბრუნის სასახლესა და პარკს ესტუმრნენ. ბავშვებმა დაათვალიერეს ბაროკოს სტილის გრანდიოზული არქიტექტურული კომპლექსის დარბაზები, რომელთა საერთო რაოდენობა 1141 ოთახს შეადგენს.


ასევე, მოინახულეს ავსტრიისა და ვენის ეროვნული სიმბოლო, წინდა სტეფანეს კათოლიკური ტაძარი. იგი ერთ-ერთი გამორჩეული კათედრალია არა მხოლოდ ვენაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

ბანაკის მონაწილეები მომდევნო დღეს ჰოფბურგის სასახლეს ესტუმრნენ, რომელიც 1945 წლიდან ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტის რეზიდენციაა. ასევე, მოინახულეს ავსტრიელი კომპოზიტორის ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ძეგლიც.


გაისეირნეს გრაბენის მდიდრულ ქუჩაზე, სადაც წმინდა იოსებისა და ლეოპოლდის შადრევნები დაათვალიერეს. ასევე, მოინახულეს XVII საუკუნის ქანდაკება, რომელიც შავი ჭირის ეპიდემიის დამარცხების აღსანიშნავად ააგეს.


დაათვალიერეს მე-17 საუკუნის ბელვედერის სასახლე. აქ დღეისათვის ავსტრიის გალერეაა განთავსებული.


მოსწავლეები ესტუმრნენ ვენის ხელოვნების ისტორიულ მუზეუმსა და სახელმწიფო ოპერასაც.

CEA-ს საზაფხულო ბანაკი ავსტრიაში კიდევ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ბანაკს თანამედროვე განათლების აკადემიის გერმანული ენის მასწავლებელი მარი ჯაფარიძე ხელმძღვანელობს. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Comments


bottom of page