top of page

CEA-ს მოსწავლეები ჰოლოკოსტის თემაზე კონფერენციაში ჩაერთნენ



თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ის მოსწავლეები ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში ჩაერთნენ. ღონისძიებას ქართულ-ებრაულმა სკოლამ ,,ორ ავნერმა“ უმასპინძლა.

 

მიწვეულმა სტუმრებმა ამ დღის აღნიშვნის აუცილებლობაზე ისაუბრეს, რის შემდეგაც პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა, ჰოლოკოსტის თემაზე, მრავალფეროვანი პრეზენტაციები წარადგინეს.

 

ღონისძიების ბოლოს კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

 თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებმა საპრეზენტაციო თემები საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელთან, ნინო მიმინოშვილთან ერთად მოამზადეს.

 

კონფერენციაში, თბილისიდან და რეგიონებიდან, 22 პარტნიორი სკოლა მონაწილეობდა. ღონისძიების მიზანს ჰოლოკოსტისადმი ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

______________

Commentaires


bottom of page