top of page

CEA-ს მესამე ა კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია მოაწყვეს


თანამედროვე განათლების აკადემიის მესამე ა კლასის მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაცია მოაწყვეს. ბავშვებმა სამი ნახატი წარმოადგინეს, რომელზეც ჯგუფებად იმუშავეს, თითოეულს სახელი დაარქვეს და მასზე მოთხრობაც მოიფიქრეს.


პირველმა ჯგუფმა თანატოლებს „ამოგლეჯილი კუნძულები“ და ნახატის განმარტება წარმოუდგინა. მეორე ჯგუფის ნამუშევარი იყო სახელწოდებით „ტიტანიკი“, რომლის ცნობილ ისტორიასაც მოსწავლეებმა თავიანთი ინტერპრეტაცია მისცეს. მესამე ჯგუფმა კი ნახატს „კარამელია“ დაარქვა და მის შესახებ მოგვიყვა.


მესამე ა კლასის მოსწავლეებს, ნამუშევრების შექმნაში, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ელენე თევზაძე დაეხმარა.

______________

Comentários


bottom of page