top of page

CEA-ს მესამეკლასელები სტუმრად 112-ში

თანამედროვე განათლების აკადემიის III ა კლასის მოსწავლეები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტტრს - 112-ს სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მასპინძლებმა ბავშვებს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, რა ნომერზე უნდა დარეკონ საჭიროებისას და როგორ უნდა ითანამშრომლონ ოპერატორთან.

 

მოსწავლეებს, ასევე, გააცნეს 112-ში არამიზნობრივი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის სანქციები, რაც ცრუ ზარის დროს არის გათვალისწინებული. ნახეს რეალურ ფაქტებზე გადაღებული ფილმები, როდესაც ბავშვების მიერ განხორციელებულმა ზარებმა ადამიანების სიცოცხლე იხსნა. ინფორმაციის მიღების შემდეგ, მოსწავლეებს საჩუქრად საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ.

 

ვიზიტის ბოლოს ბავშვებმა ცენტრის შენობა დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

 

112-ში სტუმრობა აკადემიის მოსწავლეებმა “მე და საზოგადოებისა” და “ბუნებისმეტყველების საგნების ინტეგრირებული პროექტის ფარგლებში განახორციელეს. პროექტზე კლასის ხელმძღვანელმა ლილი გოგოლაძემ იმუშავა.

______________

Kommentare


bottom of page