თანამედროვე განათლების აკადემიის მე-8 დ კლასის მოსწავლეების გუნდმა საერთაშორისო კონკურსის - “Technovation Girls” ქართულ ფინალში გაიმარჯვა. CEA-ს გოგონების გუნდი, რომელსაც მენტორობას აკადემიის მათემატიკის მასწავლებელი, თამთა წუწუნავა უწევს, საქართველოს საერთაშორისო კონკურსზე წარადგენენ. გუნდის შემადგენლობაში არიან: ნია ოდიკაძე, ლიზი ოლგესაშვილი, მარიამ გომიაშვილი, მაშო შარაშენიძე და ანასტასია ბოლქვაძე.
Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება და გულისხმობს გოგონების მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში, მათ გარშემო არსებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიური გზის საპოვნელად.
პროექტის ფარგლებში მონაწილეები ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას სწავლობენ და გუნდურად ქმნიან მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპებს თემის პრობლემების გადასაწყვეტად.
თანამედროვე განათლების აკადემია ულოცავს CEA-ს გუნდსა და მის მენტორს საერთაშორისო კონკურსზე მიღწეულ წარმატებას!
______________
Comments