top of page

CEA-ს გერმანულენოვანი ბანაკი ავსტრიაში

თანამედროვე განათლების აკადემიის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკი ავსტრიაში გრძელდება.

 

ვენაში მოსწავლეები უკვე ერთი კვირაა იმყოფებიან. ახალგაზრდები გერმანული ენის კურსს ყოველდღიურად გადიან, რომლის დასრულების შემდეგაც ქალაქის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ.

 

ბანაკის მონაწილეებმა პირველი გასვლითი აქტივობა ქალაქის ცენტრში განახორციელეს. მოინახულეს ვენის მერია, პარლამენტი, ოპერა და სხვა მნიშვნელოვანი ადგილები.

 

მესამე დღეს მოსწავლეები Schönbrunn-ის სასახლეს ესტუმრნენ, რომელიც განთქმულია ბაროკოს სტილის გრანდიოზული არქიტექტურით. კომპლექსის დარბაზების საერთო რაოდენობა 1141 ოთახს შეადგენს.


ბანაკის მონაწილეებმა, მომდევნო დღეს, ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველაზე გრძელი მდინარის, დუნაის სანაპიროზე გაისეირნეს.

 

ბანაკის მეხუთე დღე ხელოვნების ისტორიულ მუზეუმს დაეთმო, შემდეგ დღეს კი მოსწავლეებმა ალბერტინას მუზეუმი მოინახულეს, რომლის მუდმივ კოლექციებში პიკასოსა და მონეს ნამუშევრები შედის.

 

მომდევნო დღეებში ბანაკის მონაწილეები კალენბერგს, ზალცბურგსა და ჰალშტატს ესტუმრნენ და ულამაზესი ხედები და ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.


საზაფხულო ბანაკი ავსტრიაში კიდევ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ბანაკს CEA - საერთაშორისო პროგრამების კოორდინატორი მარი ჯაფარიძე ხელმძღვანელობს.

______________

Comments


bottom of page