top of page

1-ლი (გ) კლასის ღონისძიება!


თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ის 1-ლი (გ) კლასის მოსწავლეებმა მთელი წლის განმავლობაში უამრავი დადებითი ემოცია დააგროვეს.

ჩვენმა პატარებმა შექმნეს ანიმაცია რომელიც საუკეთესოდ გამოხატავდა წლის განმავლობაში მათ მიერ დაგროვიოლ ცოდნას. გადაღების პროცესი ძალიან სახალისო და სიანტერესო იყო მათთვის. პატარებმა წარმოადგინეს ანიმაცია "თხა და ვენახი" სადაც, ყველა დეკორაცია მათივე ხელით იყო შექმნილი.

ანიმაციის დასრულების შემდგომ პატარა მსახიობებმა ისაუბრეს თავიანთ ემოციებზე ფილმის გადაღებისას, გამოავლინეს მათემატიკური უნარ-ჩვევები და გაგვიზიარეს თავიანთი შთაბეჭდილებები, რაც 1-ელ კლასში სწავლისას დააგროვეს.

პატარა მსახიობებმა სიმბოლურად წითელ ხალიჩაზეც გაიარეს.

თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ია მადლობას უხდის კლასის დამრიგებელს ეკატერინე გურგენიძეს წლის განმავლობაში გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის. ასევე, ფილმის საუკეთესო რეჟისურისთვის.



______________

bottom of page