top of page

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე CEA-ს მოსწავლეებმაც აღნიშნეს


თანამედროვე განათლების აკადემია წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღნიშვნის ტრადიციას შეუერთდა. მეორე ა კლასის მოსწავლეებმა, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, წიგნი რიგრიგობით, გამოთქმით და ხმამაღლა წაიკითხეს.


წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!


ეს დღე, ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის გამოცდილება და შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

______________

  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 2020 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page