top of page

ქეთევან ჯაფარიძე "ვარსკვლავებს" ესტუმრა

თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფს „ვარსკვლავები“ ოტორინოლარინგოლოგი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი ქეთევან ჯაფარიძე ესტუმრა. იგი ბავშვებთან ერთად როლურ აქტივობაში ჩაერთო: პატარა პაციენტებს, თამაშის ფორმატში, ცხვირის სიმბოლური „ოპერაცია“ ჩაუტარა და სველი თაბაშირით დაუფიქსირა.


როლური თამაშის შემდეგ, ქეთევან ჯაფარიძე ბავშვებს თავის პროფესიაზე ესაუბრა. აუხსნა, რას აკეთებს ოტორინოლარინგოლოგი, რა არის რინოპლასტიკა და რა შემთხვევაშია საჭირო ცხვირის ოპერაცია.


აქტივობა თემის „პროფესიები“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ბავშვებისთვის სხვადასხვა საქმიანობის გაცნობას ისახავდა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ აღმზრდელები, ნანა ნოზაძე და თამუნა გოგატიშვილი.

Commentaires


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page