top of page

ქართულ-გერმანული პროექტი

თანამედროვე განათლების აკადემიაში, IX-X კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, ქართულ-გერმანული პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც, აკადემიის ბიბლიოთეკაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.

 

მოსწავლეებმა ქართულ-გერმანულ მრავალწლიან ურთიერთობებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს, რის შემდეგაც, გერმანულ ენაზე, გოეთეს „ფაუსტის“ მონოლოგები წაიკითხეს.

 

ღონისძიების კულმინაცია თეატრალური წარმოდგენა იყო - მოსწავლეებმა ბერტოლტ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ დადგეს. პირველი სცენა მოსწავლეებმა ქართულ ენაზე შემოგვთავაზეს, ხოლო შემდეგი, სასამართლოს სცენა - გერმანულ ენაზე წარმოგვიდგინეს.

 

ქართულ-გერმანულ პროექტზე აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ჯულიეტა ჯანჯღავამ, გერმანული ენის მასწავლებელმა, ნათია ნანავამ და IX-X კლასების ტუტორმა ელენე კერესელიძემ იმუშავეს.

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page