top of page

„ფუტკრების“ საახალწლო აქტივობა

  • Writer: CEA
    CEA
  • Jan 22
  • 1 min read

Updated: Jan 23

თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფის „ფუტკრების“ აღსაზრდელებმა საახალწლო ღონისძიება ზღაპრულ და მხიარულ გარემოში აღნიშნეს. პატარებმა იმღერეს, იცეკვეს და მოწვეულ ანიმატორებთან ერთად სხვადასხვა სახალისო დავალება შეასრულეს.


ღონისძიებას სანტა კლაუსიც ეწვია და ბავშვებთან ერთად მხიარულებაში ჩაერთო. პატარებმა მისთვის ცეკვისა და სიმღერის ნომრები შეასრულეს, რის შემდეგაც პატარებმა სანტასგან საახალწლო საჩუქრები მიიღეს.


საახალწლო აქტივობას ორგანიზება აღმზრდელებმა, ნესტან გოლეთიანმა და სოფია კობიაშვილმა გაუწიეს. ცეკვისა და სიმღერის ნომრებზე კი მასწავლებლებმა, ინგა ყაველაშვილმა და მაია მეგრელიშვილმა იმუშავეს.

Commenti


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page