"ფიროსმანი" - IV და VI კლასის მოსწავლეების სპექტაკლი
- CEA
- Jul 11, 2024
- 1 min read
Updated: Jul 12, 2024

თანამედროვე განათლების აკადემიაში ნიკო ფიროსმანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე IV ა და VI ბ კლასის მოსწავლეებმა სპექტაკლი წარმოადგინეს. ბავშვებმა ქართველი მხატვრის ნამუშევრები გააცოცხლეს და ნახატის პერსონაჟები აალაპარაკეს. სპექტაკლით ბავშვებმა ფიროსმანის ცხოვრებისეული ტრაგედია გადმოსცეს.
თეატრალურ წარმოდგენაზე მუშაობისას ბავშვებმა ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. გაიცნეს გენიოსი მხატვრის შემოქმედება და სპექტაკლისთვის მისი ჯადოსნური ნამუშევრების ასლები დახატეს.
სპექტაკლის სცენარზე, კოსტიუმებსა და მოსწავლეების ნახატებზე აკადემიის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა ელენე თევზაძემ იმუშავა. იდეის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინელი ნეფარიძემ შეიტანა, რომელიც ბავშვებს როლების გათავისებასა და დიალოგების მხატვრულად წარმართვაში დაეხმარა. ღონისძება მუსიკალურად მერვეკლასელმა გურამ გორგაძემ და მუსიკის მასწავლებელმა ანა მაისურაძემ გააფორმეს.
სპექტაკლს მშობლები და აკადემიის თანამშრომლები დაესწრნენ. თეატრალურმა წარმოდგენამ აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა.
______________
Comments