top of page

„ურჩიე წიგნები მეგობარს“


თანამედროვე განათლების აკადემიის მესამე გ კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი - „ურჩიე წიგნები მეგობარს“ განახორციელეს. ბავშვებმა დამრიგებლის დავალებით, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა წაიკითხეს, დღეს კი ბიბლიოთეკაში პროექტის შეჯამება მოაწყვეს. თითოეულმა მოსწავლემ წაკითხული წიგნებიდან ერთ-ერთი საუკეთესო გამოარჩია და თანატოლებს მისი წაკითხვა ურჩია.


წიგნის პრეზენტაციისთვის წესები წინასწარ შეიმუშავეს: ბავშვებს უნდა დაესახელებინათ წიგნის ავტორი, მოეყოლათ მოკლე შინაარსი, განემარტათ მიზეზი, რატომ შეაჩერეს მასზე არჩევანი და აეხსნათ მეგობრებისთვის რატომ უნდა წაეკითხათ იგი.


„ურჩიე წიგნები მეგობარს“ კლასის დამრიგებლის, კატო გურგენიძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა.

______________

Comments


bottom of page