top of page

"ტენე"-ს დამფუძნებელი სტუმრად CEA-ში

  • Writer: CEA
    CEA
  • Apr 3, 2024
  • 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიას პირველი ქართული USB კაბელის, „ტენე“-ს მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი სანდრო ლილუაშვილი ესტუმრა. იგი მე-8 დ კლასის მოსწავლეებს შეხვდა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მათ გუნდის მიდგომები გააცნო.


"ტენე" პირველი ეკომეგობრული USB კაბელია მსოფლიოში, რომელიც მეორადი პლასტმასას გამოყენებით იქმნება. სანდრო ლილუაშვილმა მოსწავლეებს უამბო, როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა და რა გზა გაიარა იმისთვის, რომ ეკომეგობრული USB კაბელი მიეღოთ. მან ახალგაზრდებს ურჩია, რომ ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან აცილების გზების ძიებას დიდი დრო დაუთმონ.


შეხვედრა ნიკო კეცხოველის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც ორგანიზება აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებელმა ანანო შანავამ გაუწია.

______________

コメント


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page