თანამედროვე განათლების აკადემიაში პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მეცხრეკლასელებმა საინტერესო პრეზენტაციები მოამზადეს. მოსწავლეებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩამოყალიბების, პირველი სასწავლო წლისა და ივანე ჯავახიშვილის ღვაწლის შესახებ ინფორმაცია მერვეკლასელებს მიაწოდეს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ამავე თემაზე, მეცხრე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა დისკუსია გამართეს და განათლების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღესთან დაკავშირებული აქტივობები ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ხელმძღვანელის ნინო მიმინოშვილის ორგანიზებით და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ჯულიეტა ჯანჯღავას მხარდაჭერით ჩატარდა.
პირველი სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს, თბილისში, ძველი გიმნაზიის შენობაში დაარსდა. მისი მთავარი დამფუძნებელი ქართველი ისტორიკოსი და აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი იყო, რომლის სახელიც, მოგვიანებით, უნივერსიტეტს მიენიჭა.
______________
留言