top of page

საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა




თანამედროვე განათლების აკადემიაში ხელნაკეთი ნივთების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა აკადემიის მოსწავლეებმა და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა მიიღეს. აქციაში აქტიურად ჩაერთნენ მშობლები.

 

გამოფენა-გაყიდვიდან სულ 6085 ლარი და 41 დოლარი შეგროვდა. შემოსული თანხით აკადემიელები ორ ხელმოკლე და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ოჯახს დაეხმარნენ.

 

გამოფენა-გაყიდვის პარალელურად გაიმართა კონცერტიც. აკადემიის მოსწავლეებმა მოწვეული სტუმრებისთვის ცეკვისა და სიმღერის ნომრები შეასრულეს.

 

თანამედროვე განათლების აკადემიის გუნდის სახელით, მადლობას გიხდით CEA-ს თანამშრომლებს, მოსწავლეებს, აღსაზრდელებსა და მშობლებს საქველმოქმედო ღონისძიებაში აქტიურად ჩართვისთვის!

______________

ความคิดเห็น


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page