top of page

"სამი მეგობარი" - წიგნის პრეზენტაცია თანამედროვე განათლების აკადემიაში

  • Writer: CEA
    CEA
  • Dec 23, 2022
  • 1 min read

Updated: Jan 16, 2023


თანამედროვე განათლების აკადემიის II გ კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის ეკატერინე გურგენიძის ხელმძღვანელობით, წიგნის პრეზენტაცია გამართეს. „სამი მეგობარი“ მათ მიერ მოფიქრებული ზღაპარია, რომლის სიუჟეტსა და ილუსტრაციაზეც თავადვე იზრუნეს.


ავტორებმა ზღაპარი პიესის ფორმატში წარმოადგინეს და წიგნიდან სხვადასხვა როლი მოირგეს, რის შემდეგაც მოწვეულ სტუმრებს მუსიკალური ნომერი შესთავაზეს.


წიგნი ორთვიანი მუშაობის შედეგია, რომლის შექმნის პროცესშიც ყველა მოსწავლე თანაბრად მონაწილეობდა.


„სამი მეგობარი“ თანამედროვე განათლების აკადემიაში დაიბეჭდა. თავდაპირველად, იგი შეზღუდული ტირაჟით, მხოლოდ 20 ეგზემპლარად გამოიცა.

პრეზენტაციის დასასრულს წიგნი ყველა ავტორმა მიიღო. „სამი მეგობარი“ ასევე გადაეცა აკადემიის ბიბლიოთეკასაც.


Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page