top of page

საზაფხულო ბანაკი ლონდონში დასრულდა


თანამედროვე განათლების აკადემიის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკი ლონდონში დასრულდა. მოსწავლეებმა ინგლისური ენის კურსი გაიარეს, ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, გაერთნენ ატრაქციონებზე და დრო შოპინგისთვისაც დარჩათ.


ბანაკის მეორე კვირაში მოსწავლეები ლონდონის ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმს ესტუმრნენ, რომელიც დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის უმსხვილესი მუზეუმია მსოფლიოში.


მომდევნო დღეს ბანაკის მონაწილეები ლონდონის ისტორიულ გარეუბანს გრინვიჩს ესტუმრნენ, რომელიც ცნობილია იმით, რომ აქ გადის ნულოვანი მერიდიანი.


შემდეგი დღე ლონდონის იმპერიული ომის მუზეუმს დაეთმო, სადაც მოსწავლეებმა სამხედრო მანქანები და თვითმფრინავები, ასევე აღჭურვილობა და სხვა არტეფაქტები დაათვალიერეს.

მოსწავლეებმა, ასევე, მოინახულეს ლონდონის საბუნებისმეტყველო მუზეუმი, რომლის კოლექციაშიც დაახლოებით 80 მილიონი ექსპონატი შედის.


საზაფხულო ბანაკი ლონდონში 15 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ორივე კვირა მოსწავლეებისთვის საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. ახალგაზრდებმა გაიცნეს ბანაკის მონაწილე მოსწავლეები სხვა ქვეყნებიდან და ერთმანეთს დაუმეგობრდნენ.


საზაფხულო ბანაკს ლონდონში აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებელი გიორგი კვიკვინია ხელმძღვანელობდა.


აკადემიის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკები წელს ამით არ ამოწურულა. წინ ავსტრიის გერმანულენოვანი და ბოსტონის ინგლისურენოვანი ბანაკებია!

______________

Comments


bottom of page