top of page

საბჭოთა მმართველობა და საქართველო - რუსუდან კობახიძის ლექცია აკადემიაში


თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ში ოკუპაციის კვირეული გრძელდება. საბჭოთა კავშირის მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით, აკადემიის უფროსკლასელებისთვის ,საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარმა რუსუდან კობახიძემ ლექცია ჩაატარა.


როგორ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, როგორ შეიქმნა პარლამენტი და თვითმმართველობა, როდის დავიბრუნეთ ქართული ენა და რა იყო საბჭოთა კავშირის იდეოლოგია - მოწვეულმა სტუმარმა თემასთან დაკავშირებით საინტერესო მოვლენები გაიხსენა და ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.


როგორც სტუმარმა აუდიტორიას განუმარტა, აუცილებელია ვიცოდეთ საბჭოთა კავშირის დროინდელი საქართველოს ისტორია, რადგან მარტივად აღვიქვათ განსხვავება და არასდროს გავიმეოროთ ის შეცდომები, რაც მაშინდელმა მთავრობამ და საზოგადოებამ დაუშვა.

ლექციის ბოლოს რუსუდან კობახიძემ მოსწავლეების კითხვებს უპასუხა.


შეხვედრას ორგანიზება აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მარიამ რურუამ გაუწია.

______________

  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 2020 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page