top of page

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კვირეული!


თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ში წარმატებით მიმდინარეობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კვირეული.

კვირეულის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა საინტერესო აქტივობები.

აღნიშნული კვირეულის მსვლელობისას აკადემიის VIII, IX, X კლასების მოსწავლეებს შეხვდა ფიზიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ თავართქილაძე, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრება ფიზიკის აქტუალურ საკითხებთან (ნაწილაკთა სამყარო. ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენამდე და შემდეგ) დაკავშირებით.

ასევე, კვირეულის ფარგლებში ვუმასპინძლეთ ალექს ტატევოსიანს, რომელიც მე-6 კლასის მოსწავლეებს ესაუბრა სამოქალაქო თავდაცვაზე. ლექციის მსვლელობოსას იყო განხილული თუ როგორ უნდა მოიქცეს სამოქალაქო პირი ომიანობის, თექნოგენური კატასტროფის და ბუნებრივი კატაკლიზმების დროს. ასევე იყო ნაჩვენები სამოქალაქო თავდაცვისთვის განკუთვნილი ძველი და ახალი ინვენტარი.

აკადემიის უფროსკლასელებმა ფიზიკისა და ქიმიის გაკვეთილები ჩაუტარეს საბაზო და დაწყებითი კლასების მოსწავლეებს.

ასევე, გამოცხადებული იყო ესეების, ჩანახატების და ფოტოების კონკურსი აღნიშნულ თემატიკაზე, რომელსაც მოსწავლეები კვირეულის დახურვის დღეს წარმოადგენენ.



______________

Commentaires


bottom of page