თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფში „ტროლები“დიდი სააღდგომო მზადებაა. ბავშვებმა აღმზრდელ-პედაგოგების, ნათია ხჩოიანისა და მაკა გოგოტიშვილის დახმარებით, მუყაოსგან გაკეთებული გიგანტური კვერცხი წითლად გააფერადეს და ჯეჯილისთვის ხორბალი დათესეს. ასევე, ისაუბრეს აღდგომის დღესასწაულის მნიშვნელობაზე.
პატარებმა სახლიდან პასკა და კვერცხები მოიტანეს, რომელიც თავიანთი სურვილით სხვადასხვა ფერის საღებავებით შეღებეს. ასევე, დაამზადეს ქაღალდის ფერად-ფერადი კვერცხებიც.
ბოლოს ბავშვები ერთმანეთს და სხვა ჯგუფების აღსაზრდელებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool
Comentarios