top of page

როგორ შევამციროთ ნარჩენები სკოლებსა და სახლებში - CENN-ის შეხვედრა აკადემიის მოსწავლეებთან


როგორ შევამციროთ ნარჩენები სკოლებსა და სახლებში - ამ თემაზე თანამედროვე განათლების აკადემიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენელი გიორგი კავთელაძე, მე-10 და მე-7 დ კლასის მოსწავლეებს ნარჩენების მართვის პრაქტიკებზე ესაუბრა.


შეხვედრა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ორგანიზება აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებელმა ანანო შანავამ გაუწია.

თანამედროვე განათლების აკადემიაში გარემოსდაცვით თემებზე ღონისძიების გამართვის მიზანია ახალგაზრდებმა ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა გაითავისონ. გარდა ამისა, მიიღონ ინფორმაცია მის სწორად მართვასთან დაკავშირებით მსოფლიოში არსებულ ტენდენციებზე.

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page