top of page

როგორ გავხადოთ ქართული ანბანი პოპულარული მსოფლიოში?


როგორ გავხადოთ ქართული ანბანი პოპულარული მსოფლიოში - ამ თემაზე თანამედროვე განათლების აკადემიის მეხუთე ბ კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა იდეა მოიფიქრეს. შემდეგ კი შექმნეს პროდუქტი, რაც მათი აზრით ქართული ანბანის ცნობადობას გაზრდის.


კრეატიული იდეების ავტორებმა ნამუშევრები მეხუთე ა კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს და იმსჯელეს, თუ როგორ გადაჭრიდა მათი იდეა ამ პრობლემას.

მოსწავლეების აზრით, ქართული ანბანით მოხატული ჭიქები, ჩაფხუტები, თვითმფრინავები, ყვავილის ქოთნები, ცნობილი ბრენდების მაისურები, მობილური ტელეფონის ქეისები, მსოფლიოს მასშტაბით, მის მიმართ ცნობადობას მნიშვნელოვნად აამაღლებს.

______________

#კერძოსკოლა#ბაღი#preschool

Comments


bottom of page