top of page

"რა? სად? როდის?" - მესამეკლასელების ინტელექტუალური შეჯიბრი

  • Writer: CEA
    CEA
  • Jul 10, 2024
  • 1 min read

Updated: Jul 11, 2024

თანამედროვე განათლების აკადემიაში, მესამე ა, ბ და გ კლასის მოსწავლეებისთვის, ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ გაიმართა. კითხვები ხუთი ქართველი მეფის პერიოდს შეეხებოდა, რომლის შესახებაც ბავშვებმა წიგნები სასწავლო პერიოდში წაიკითხეს და შესაბამისი ტესტებიც დაწერეს. შემაჯამებელი აქტივობისთვის ხუთი გუნდი შედგა. თითოეულში წევრები სამივე კლასიდან გადანაწილდნენ. თამაშში გამარჯვება ერთნაირი ქულებით ორმა გუნდმა მოიპოვა.

 

ქართველი მეფეების სერიას ბავშვები ორი თვის განმავლობაში გადიოდნენ. მოსწავლეებმა ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, ერეკლე მეორისა და გიორგი ბრწყინვალის მეფობის პერიოდი შეისწავლეს.

 

ინტელექტუალური თამაში მესამე კლასების ხელმძღვანელებმა, მანანა მაისურაძემ, კატო გურგენიძემ და ლილიკო გოგოლაძემ ერთობლივად დაგეგმეს და განახორციელეს.

______________

Comentarios


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page