top of page

პროექტი-გაკვეთილი "ვეფხისტყაოსანი"

თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ის მეათე კლასის მოსწავლეებისთვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში შემაჯამებელი პროექტი განხორციელდა. საგნის მასწავლებელმა ჯულიეტა ჯანჯღავამ „ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებით, მათ საინტერესო ვიქტორინა მოუმზადა. ახალგაზრდებს შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის ირგვლივ დასმულ კითხვებზე პასუხების გაცემა დაევალათ.

 

ვიქტორინისთვის მოსწავლეები ჯგუფებად გადანაწილდნენ. მეათეკლასელებს XI კლასის მოსწავლეები: ნატალია რუხაძე და ლაზარე ჟორჟოლიანი დაეხმარნენ. მოსწავლეებს უნდა დაესახელებინათ ფოტოებზე გამოსახული პერსონაჟები, უნდა გამოეცნოთ რა ნივთები იდო "შავ ყუთში", ასევე, გარკვეული დროის მონაკვეთში, გუნდის წარმომადგენელს მეტი სწორი პასუხი უნდა დაეფიქსირებინა. სახალისო დავალებებს მოსწავლეებმა თავი კარგად გაართვეს.

 

გუნდების პასუხები ჟიურიმ შეაჯამა, რომლის შემადგენლობაშიც აკადემიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: მარინა ჯავახიშვილი და ნათია ფალიანი შედიოდნენ.

______________

Comments


bottom of page