top of page

პიტერ პენი - მეოთხე ბ კლასის ინგლისურენოვანი სპექტაკლი

  • Writer: CEA
    CEA
  • Jun 12, 2023
  • 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიაში თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. მე-4 ბ კლასის მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი სპექტაკლი „პიტერ პენი“ შემოგვთავაზეს. აკადემიელებმა სპექტაკლის სიუჟეტი და პერსონაჟები საინტერესოდ და ორიგინალურად წარმოგვიდგინეს.


პიტერ პენი - ცელქი ბიჭუნაა კუნძულიდან, რომელსაც ფრენა შეუძლია და არასდროს ბერდება. ფერია ტინკერ ბელისა და ვენდის დახმარებით იგი, მეგობრებთან ერთად, ბოროტ მეკობრეებს ებრძვის. კაპიტანი კაუჭა მრავალი ხრიკის გამოყენებით ცდილობს კუნძული პიტერ პენსა და ბავშვებს დაატოვებინოს, თუმცა, ზღაპრის ბოლო ხომ ყოველთვის კეთილია. ამიტომ პიტერ პენი და მისი მეგობრები ბოროტებას ამარცხებენ.


სპექტაკლზე, მეოთხე ბ კლასის მოსწავლეებთან ერთად, აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებლებმა, გიორგი კვიკვინიამ და ანანო შანავამ იმუშავეს.

______________


תגובות


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page