top of page

"პეპლების" შემაჯამებელი აქტივობა

თანამედროვე განათლების აკადემიის საბავშვო ბაღის ჯგუფის „პეპლების“ აღსაზრდელებმა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამის პირველი წლის დამთავრება შემაჯამებელი ღონისძიებით აღნიშნეს. აღმზრდელებმა პატარებს გავლილი მასალიდან კითხვები დაუსვეს და ბავშვების პასუხები მოისმინეს. შემდეგ კი „პეპლებმა“ სიმღერისა და ცეკვის რამდენიმე ნომერი შემოგვთავაზეს.


შემაჯამებელი აქტივობა აღმზრდელების, ნათია კიკნაძისა და თეონა იკაშვილის ორგანიზებით გაიმართა. ქორეოგრაფიულ და მუსიკალურ ნომრებზე მასწავლებლებმა: ინგა ყაველაშვილმა და მაკა მეგრელიშვილმა იმუშავეს.


ღონისძიების ბოლოს აღმზრდელები პატარებს ნაყინით გაუმასპინძლდნენ.

______________

Comments


bottom of page