top of page

„ნამცეცებად შეგროვებული სიკეთეები“

„ნამცეცებად შეგროვებული სიკეთეები“ - ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც თანამედროვე განათლების აკადემიაში, მეოთხე ბ კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა. საღამოზე ბავშვებმა ნოდარ დუმბაძის შემოქმედება წარმოადგინეს. მოსწავლეებმა ქართველი მწერლის სხვადასხვა ნაწარმოებიდან საინტერესო ფრაზები წაიკითხეს. გარდა ამისა, შემოგვთავაზეს მცირე სპექტაკლი, რომელიც რომანის „მე ვხედავ მზეს“ მიხედვით მოამზადეს.

 

ამავე კლასის მოსწავლემ მირიამ მამადოვამ რომანის ილუსტრაცია მოახდინა და მისი გაგრძელების საკუთარი ვერსია ნახატებითა და აღწერებით შემოგვთავაზა. მეოთხეკლასელებმა, ასევე, წარმოადგინეს ალბომი და ისაუბრეს მწერლის ბავშვობაზე, ოჯახსა და განათლებაზე.

 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს, რომელზეც აკადემიის მუსიკის მასწავლებელმა ანა მაისურაძემ იმუშავა.


„ნამცეცებად შეგროვებული სიკეთეები“ კლასის ხელმძღვანელის ნატო მეფარიშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა. მას მხარდაჭერა ასისტენტმა ქეთევან ბარბაქაძემ გაუწია. ღონისძიებას მოსწავლეების მშობლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაეწრნენ.

 

საღამოს მხატვრული გაფორმება აკადემიის ხელოვნების მასწავლებელმა ელენე თევზაძემ უზრუნველყო.

______________

Kommentare


bottom of page