top of page

"მხიარული გაკვეთილი" - "ვარსკვლავების" დამამათავრებელი სპექტაკლი

თანამედროვე განათლების აკადემიის ფრესქულის ჯგუფმა „ვარსკვლავები“ მშობლები დამამთავრებელ ღონისძიებაზე მიიწვია. პატარა აღსაზრდელებმა სპექტაკლი „მხიარული გაკვეთილი“ წარმოადგინეს. სიუჟეტის მიხედვით, მასწავლებლები საკლასო ოთახში შესვლას აგვიანებენ, ბავშვები კი გადაწყვეტენ, რომ დრო იმ თამაშისთვის გამოიყენონ, რომელიც მანამდე მათ გაუზიარეს. პატარებმა კალათიდან ბარათები ამოიღეს და მოცემულ თემაზე საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდეს. შემდეგ კი სხვადასხვა აქტივობა წარმოადგინეს. ღონისძიების ბოლოს ბავშვებმა თავიანთ მშობლებთან ერთად იცეკვეს.


სპექტაკლზე აღმზრდელებმა ნანა ნოზაძემ და ნესტან გოლეთიანმა იმუშავეს. ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები კი მასწავლებლებმა, ინგა ყაველაშვილმა და მაკა მეგრელიშვილმა მოამზადეს.

______________

Comments


bottom of page