top of page

მესამეკლასელების ინგლისურენოვანი სპექტაკლი

თანამედროვე განათლების აკადემიაში, მესამე ბ კლასის მოსწავლეებმა ინგლისურენოვანი სპექტაკლი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ წარმოადგინეს. პატარა აკადემიელებმა ჯუჯების, ბოროტი დედინაცვლის, ფიფქიას და სხვა პერსონაჟების როლები მოირგეს და ცნობილი ზღაპარი თავიანთი ინტერპრეტაციით შემოგვთავაზეს. სპექტაკლმა სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.


თეატრალურ წარმოდგენაზე აკადემიის ინგლისური ენის მასწავლებლებმა: მანანა ჭყონიამ და ანანო შანავამ იმუშავეს. მუსიკალური ნომრები, რომლითაც ბავშვებმა სპექტაკლი გააფორმეს, მუსიკის მასწავლებელმა ანა მაისურაძემ მოამზადა.

______________

Comments


bottom of page