"თანამედროვე განათლების აკადემიაში" მეოთხე კლასების გამოსაშვები საღამო გაიმართა.
ჩვენი პატარა აკადემიელები ცხოვრების ახალ საფეხურს იწყებენ, ვეცადეთ ეს დღე მათთვის დაუვიწყარი და ემოციებით სავსე ყოფილიყო.
საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ პატარებმა თავიანთი სურვილები დაწერეს, ბუშეტებზე შეაბეს და ცაში გაუშვეს.
განსაკუთრებული მადლობა გვსურს გადავუხადოთ მე-4 კლასის დამრიგებლებს:
მანანა სიხარულიძეს; ლილიკო გოგოლაძეს; ანი ალხანიშვილს; ნატო რუხაძეს.
მათი დამსახურებით და ძალისხმევით შედგა ღონისძიება. მოსწავლეებს მიღებული ემოციები მთელი ცხოვრება გაჰყვებათ.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ პატარა აკადემიელებს, წინსვლას და წარმატებას ვუსურვებთ მათ! დარწმუნებულნი ვართ, რომ აკადემიაში მიღებული ცოდნითა და განათლებით ისინი ნამდვილად შეცვლიან სამყაროს უკეთესობისკენ!
Comments