მეექვსეკლასელები ილიაუნის CaBOL ლაბორატორიაში
- CEA
- May 29, 2024
- 1 min read
Updated: Jun 4, 2024

თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ის VI ა კლასის მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ, სადაც კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტს გაეცნენ. მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში შექმნილ ლაბორატორიაში ფეხსახსრიანები და რეპტილიები მოინახულეს.
ბავშვებს საშუალება ჰქონდათ მწერები მიკროსკოპის დახმარებით, ახლოდან დაეთვალიერებინათ და მათი გარეგნული ნიშნები განესხვავებინათ. ასევე, შეისწავლეს მწერების დაჭერის მეთოდები. ხელით შეეხნენ გველებსა და ხვლიკებს. გარდა ამისა, მოინახულეს მცენარეების საკოლექციო ოთახიც, სადაც მცენარეების გარეგნული ნიშნები ერთმანეთისგან განასხვავეს, ასევე დააკვირდნენ ჰერბარიუმების შექმნის პროცესს და მასში მონაწილეობა თავადაც მიიღეს.
აქტივობა აკადემიის ბუნებისმეტყველების მასწავლებლის თამარ რუხაიას ინიციატივით განხორციელდა. მის მთავარ იდეას მდგრადი განვითარების მე-15 მიზნის (დედამიწის ეკოსისტემები) მოსწავლეებისთვის გაცნობა წარმოადგენდა. ამ აქტივობით ბავშვებმა ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა გაითავისეს.
______________
Comentarios