top of page

"მატილდა" - სპექტაკლი მეოთხე ა კლასის მოსწავლეების მონაწილეობით


თანამედროვე განათლების აკადემიის მეოთხე ა კლასმა დამამთავრებელი ღონისძიება სპექტაკლის სახით შემოგვთავაზა. როალდ დალის ნაწარმოების მიხედვით აგებული თეატრალური წარმოდგენა სახელწოდებით „მატილდა“, კლასის დამრიგებლის ინოლა გულუას ორგანიზებით დაიდგა.


სპექტაკლის მთავარი გმირი, პატარა გოგონაა, რომელიც უნიკალური შესაძლებლობით გამოირჩევა. მატილდას ნიჭი მისი მასწავლებლისთვის შეუმჩნეველი არ რჩება და იგი გოგონას კეთილდღეობისთვის ბრძოლას იწყებს. სპექტაკლის კიდევ ერთი მთავარი გმირი დირექტორი სტანჩბულია, რომელიც საკუთარი სპორტული მიღწევებით თავს იწონებს, თუმცა ადამიანური ღირებულებები არ გააჩნია. იგი მოსწავლეებს საშინლად ექცევა. საბოლოოდ სტრანჩბული სიკეთესთან უთანასწორო ბრძოლაში მარცხდება და ყველაფერი თავის ადგილზე დგება.


თეატრალურ წარმოდგენაში მთავარი აქცენტი სკოლის საჭიროებაზე და განათლების აუცილებლობაზე გაკეთდა. ასევე ნაჩვენები იყო, როგორ შეიძლება სიკეთემ ბოროტება დაამარცხოს.


სპექტაკლში გამოყენებული იყო ცეკვისა და სიმღერის ნომრებიც, რომელიც ცეკვის მასწავლებელმა ინგა ყაველაშვილმა და მუსიკის მასწავლებელმა ანა მაისურაძემ მოამზადეს.


თეატრალურმა წარმოდგენამ მოწვეული სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 2020 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page