მარიკა კირვალიძეს დოქტორის ხარისხი მიენიჭა
- CEA
- Jan 26, 2024
- 1 min read

თანამედროვე განათლების აკადემიის სასწავლო პროცესის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელს, მარიკა კირვალიძეს დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
სადისერტაციო ნაშრომის - „მასწავლებელთა თანამშრომლობაზე მოქმედი ფაქტორები საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“ დაცვა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. სადისერტაციო საბჭომ ნაშრომს უმაღლესი შეფასება - summa cum laude მისცა.
თანამედროვე განათლების აკადემიის გუნდი ვულოცავთ მარიკა კირვალიძეს დოქტორის აკადემიურ ხარისხს და კიდევ ბევრ წარმატებას ვუსურვებთ!
Comments