top of page

კომპანია „სთიმითი“-ს ვორქშოფი აკადემიის მასწავლებლებისთვის

  • Writer: CEA
    CEA
  • Nov 9, 2023
  • 1 min read

Updated: Nov 20, 2023


კომპანია „სთიმითი“-ს დამფუძნებლებმა თანამედროვე განათლების აკადემიის მასწავლებლებისთვის ვორქშოფი - „STEM - STEAM პრაქტიკა ფორმალურ განათლებაში“ ჩაატარეს. ტრენერებმა მედეა აბრამიშვილმა და მამუკა აფაქიძემ მასწავლებლებს STEM – STEAM მიდგომები და შესაბამისი პროექტების დაგეგმვისა და დანერგვის მეთოდები გააცნეს.


ვორქშოფის ფარგლებში, „სთიმითი“-ს მიერ წარმოებულ STEAM ნაკრებზე მასწავლებლებმა პრაქტიკულად იმუშავეს: ააწყეს ანიმაცია და ჩამოაყალიბეს გაკვეთილის სცენარი, რის შემდეგაც პრეზენტაცია გამართეს. თითოეული ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაო მასწავლებლებმა და ტრენერებმა ერთობლივად განიხილეს.

______________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page