top of page

კლინიკა "კანის" წარმომადგენლები აკადემიის მოსწავლეებს შეხვდნენ


კლინიკა „კანის“ წარმომადგენლებმა თანამედროვე განათლების აკადემიაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს. კლინიკის დერმატოლოგმა მაგდა გოგილიძემ ახალგაზრდებს პრეზენტაცია წარუდგინა და კანის ტიპებზე, მისი მოვლის აუცილებლობაზე, ხალის გამოკვლევასა და აკნეს გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა.


პრეზენტაციის პარალელურად კლინიკის წარმომადგენლებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს. შემდეგ კი ექიმებმა მსურველებზე ხალის დიაგნოსტირება მოახდინეს და ახალგაზრდებს პრაქტიკაში უჩვენეს, როგორ ხდება მათი გამოკვლევა.


შეხვედრის ბოლოს მედიკოსებმა აკადემიას სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცეს. სურვილის შემთხვევაში მოსწავლეები კლინიკაში, ხალის დიაგნოსტირებას უფასოდ შეძლებენ. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Comments


bottom of page