კვანტური ფიზიკის გასაოცარი სამყაროს შესახებ თანამედროვე განათლების აკადემიაში საჯარო ლექცია ჩატარდა. CEA-ს მაღალი კლასის მოსწავლეებს თეორიული ფიზიკის დოქტორანტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და STEM სკოლა Qlab-ის დამაარსებელი გოგა სუქნიძე შეხვდა.
სტუმარმა აკადემიელებთან კვანტური მექანიკის ყველაზე საინტერესო მოვლენები განიხილა, როგორიცაა სუპერპოზიცია, გაზომვის პრობლემა, გადახალართულობა, კვანტური ტელეპორტაცია და სხვა.
ლექციის დასასრულს სტუმარმა აუდიტორიას კომპიუტერული თამაში „კვანტური გლიჩი“ წარმოუდგინა, რომელიც STEM სკოლა Qlab-ში მან და მისმა მოსწავლეებმა შექმნეს. თამაში, რომელიც კვანტური ფიზიკის პრინციპებს ეფუძნება, მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, მეცნიერების ამ სფეროს სახალისო ფორმით გაეცნონ.
გოგა სუქნიძის ლექციით მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ მეცნიერება საინტერესო, ინოვაციური და ყველასთვის ხელმისაწვდომი შეიძლება იყოს.
სტუმრის აკადემიაში ვიზიტს ორგანიზება ფიზიკის მასწავლებელმა ნინო ქემოკლიძემ გაუწია.
Comments