top of page

თოჯინების თეატრი მე-3 გ კლასის მოსწავლეების მონაწილეობით

თანამედროვე განათლების აკადემიაში მესამე გ კლასის მოსწავლეებმა მშობლები და მოწვეული სტუმრები თოჯინების თეატრზე მიიწვიეს. ბავშვებმა ოტია იოსელიანის „დაჩის ზღაპრებიდან“ ერთ-ერთი - „დედის ზღაპარი“ შეარჩიეს, პიესად გადააკეთეს, როლები გაინაწილეს და სპექტაკლის სახით წარმოადგინეს.

 

ზღაპრის პერსონაჟები ბავშვებმა თავადვე დახატეს, რომლის მიხედვითაც ხელოვნების მასწავლებლის, ნინო იოვაშვილის დახმარებით, თოჯინები დაამზადეს.

 

სპექტაკლი გაფორმებული იყო შესაბამისი მუსიკალური ნომრებით, რომელზეც აკადემიის მუსიკის მასწავლებელმა, ირინა ჭანიშვილმა იმუშავა.

 

თეატრალური წარმოდგენა კლასის დამრიგებლის კატო გურგენიძის ორგანიზებითა და ასისტენტის, თეკლა გვიშიანის მხარდაჭერით გაიმართა.

______________

Comments


bottom of page