top of page

ზოგადი განათლების რეფორმის შემაჯამებელი ეროვნული კონფერენცია!

  • Writer: CEA
    CEA
  • Jul 30, 2022
  • 1 min read

28-29 ივლისს გაიმართა ზოგადი განათლების რეფორმის შემაჯამებელი ეროვნული კონფერენცია, რომელიც სკოლებში 2021-2022 სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესს ეხმიანებოდა. სასკოლო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი საკონფერენციო მოხსენებების სახით შეჯამდება ზოგადი განათლების რეფორმით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულება.

ივნისის თვეში გაიმართა რეგიონული კონფერენციები, სადაც მონაწილეობა მიიღეს სასკოლო საზოგადოების წევრებმა. ღონისძიებაზე პედაგოგებმა და სკოლის დირექციებმა გააზიარეს საგაკვეთილო სივრცეში მიღებული საუკეთესო გამოცდილება. სწორედ რეგიონულ კონფერენციებზე შერჩეული საუკეთესო ნაშრომები იქნა წარმოდგენილი ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ჩატარებულ ეროვნულ კონფერენციაზე.

თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-დან კონფერენციაში მონაწილეობდა ნინო მიმინოშვილი ისტორიისა და მოქალაქეობის მასწავლებელი.

საპრეზენტაციო თემა: კონფლიქტების მოგვარების მშვიდობიანი გზა - მაჰათმა განდი--ერთი კომპლექსური დავალების მსვლელობა და შედეგები მეცხრე კლასში.

_____________

Comments


  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია-სკოლა და ბაღი

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page