top of page

"ექსპლორიუმის" ვორქშოპი CEA-ში


თანამედროვე ტექნოლოგიების სასკოლო ლაბორატორიამ „ექსპლორიუმი“, თანამედროვე განათლების აკადემიის II-III და IV-VI კლასის მოსწავლეებისთვის ვორქშოპი ჩაატარა.


თავდაპირველად „ექსპლორიუმის“ წარმომადგენლებმა პროგრამირების არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, შემდეგ კი ვიზუალური პროგრამირების საერთაშორისო პლატფორმების დახმარებით, ერთობლივად, სახალისო, ლოგიკური ალგორითმები ამოხსნეს. გარდა ამისა, ლექტორებმა მოსწავლეებს პროგრამირების საბაზისო კონცეფციები გააცნეს და მარტივი თამაში და ანიმაცია შექმნეს.


„ექსპლორიუმის“ მიერ შემოთავაზებული კურსის გავლა თანამედროვე განათლების აკადემიის მოსწავლეებს სასკოლო კლუბის მეშვეობით შეუძლიათ, რომლის არჩევის შემთხვევაში, ბავშვები პროგრამირების კომპლექსურ პრინციპებს შეისწავლიან. ასევე, შექმნიან სხვადასხვა სირთულის ციფრულ პროექტებს: ანიმაციებს, თამაშებს, ჭკვიან აპლიკაციებსა თუ STEAM პროექტებს.

______________

Comments


bottom of page