თანამედროვე განათლების აკადემიის მეხუთე კლასის მოსწავლემ დემეტრე ჭუმბურიძემ, კინგსის ოლიმპიადის 2023 წლის გაზაფხულის სეზონზე, პირველი ადგილი დაიკავა. მან შესაბამისი დიპლომი, ამჯერად, ინგლისური ენის ოლიმპიადაზე გამარჯვებისთვის მიიღო.
დემეტრე ჭუმბურიძისთვის ეს პირველი წარმატება არ არის. მას მიღებული აქვს კინგსის გაზაფხულის სეზონის პირველი ხარისხის დიპლომი მათემატიკაში, 2022 წლის შემოდგომის ლიგის რეიტინგში მოპოვებული აქვს ოქროს მედალი და დიპლომი. ასევე, პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო ინგლისურსა და ინტელექტში, კინგსის ლიგის ოქროს დიპლომი - ინგლისურში, ბრინჯაოს ორი დიპლომი - მათემატიკაში, ორი ოქროს მედალი - ინგლისურში და ოქროს დიპლომი, ასევე, ინგლისურში.
თანამედროვე განათლების აკადემია დემეტრე ჭუმბურიძეს ულოცავს ოლიმპიადაში გამარჯვებას და მომავალშიც არაერთ წარმატებას უსურვებს!
Comentarios