top of page

დედამიწის საერთაშორისო დღე!


დედამიწის საერთაშორისო დღეს ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ის მოსწავლეებიც შეუერთდნენ საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით.

აკადემიის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დედამიწის გალამაზებაში თავიანთი წვლილი შეეტანათ და აკადემიის ეზოში თავისი ხელით დარგეს მცენარეები. აღნიშნული აქტივობის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსწავლემ გაიაზროს დედამიწის დღის მნიშვნელობა, დაიცვას და მოუფრთხილდეს გარემოს.

თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ს დედამიწის დღესთან დაკავშირებით ესტუმრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-ის ლექტორი ბელა ჯაფოშვილი, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა დედამიწის დღისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ.

მე-6 კლასის მოსწავლეები დედამიწის დღესთან დაკავშირებით ესტუმრნენ კრწანისის ტყე-პარკს და მოაწყვეს მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები.

აღნიშნული აქტივობის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოსწავლემ გაიაზროს დედამიწის დღის მნიშვნელობა, დაიცვას და მოუფრთხილდეს გარემოს. აკადემიელებს დრო გართობისთვისაც დარჩათ და სხვადასხვა სახის თამაშობებითაც გაერთნენ.



Comments


bottom of page