დედაენის დღესთან დაკავშირებით, CEA-ში ვიქტორინა ჩატარდა
- CEA
- Apr 18, 2023
- 1 min read
Updated: Apr 19, 2023

დედაენის დღესთან დაკავშირებით, თანამედროვე განათლების აკადემიაში ვიქტორინა ჩატარდა. მასში მონაწილეობა მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
ვიქტორინის კითხვები ქართულ ენასა და ლიტერატურას მოიცავდა. ჯგუფებად გადანაწილებულ კლასებს სხვადასხვა ტიპის დავალების შესრულება მოუწიათ.
გამარჯვებული გუნდი მაქსიმალური ქულების რაოდენობით გამოვლინდა. ოთხ კლასს შორის ყველაზე მეტი ქულა მეშვიდე გ კლასმა მოიპოვა. გამარჯვებული გუნდი ქალაქგარეთ პიკნიკს მოაწყობს.
ვიქტორინას ორგანიზება ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა: მარიამ რურუამ და ჯულიეტა ჯანჯღავამ გაუწიეს. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool
Comentarios