დედაენის დღე!


მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით აღვნიშნეთ დედაენის დღე თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ში!

თანამედროვე განათლების აკადემია - Contemporary Education Academy CEA-ში 14 აპრილი "დედაენის დღე" ყოველწლიურად აღინიშნება. ეს დღე ქართულ ფესვებთან, კულტურასთან, ტრადიციასთან სიახლოვის ზეიმია.

ჩვენმა მოსწავლეებმა წელს მრავალნაირი ფორმით გამოხატეს ქართული ენის და დამწერლობის სიყვარული:

  • აკადემიის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დახატეს მხიარული ასო-ბგერები, რომლებიც თავიანთი წარმოსახვით გააფორმეს, ასევე, შექმნეს პოსტერები დაძველების ეფექტით. ჩვენ მოსწავლეთა ნამუშევრებს ერთად მოვუყარეთ თავი და ფერადი გამოფენა მოვაწყვეთ აკადემიის ეზოში

  • დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ქართული ანბანითა და საინტერესო ნახატებით გაგვიფერადეს აკადემიის ეზო;

  • უფროსი კლასის მოსწავლეებმა პედაგოგთან ერთად ისაუბრეს ქართული ენის, ანბანისა და ზოგადად, მშობლიური ენის მნიშვნელობაზე;

  • მე-11 კლასის მოსწავლეები ესაუბრნენ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ნეოლოგიზმის (ახლად გაჩენილი სიტყვები/გამონათქვამები) შესახებ და სახალისო თამაშიც შესთავაზეს პატარებს.

  • მე-6(დ) კლასის მოსწავლეებმა თავიანთი ხელით მოამზადეს ფლაიერები, რომელიც შემდგომ გამვლელებს დაურიგეს. აღნიშნული აქტივობის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებისთვის დედაენის დღის მნიშვნელობის შეხსენება


_____________

#ჩვენვცვლითსამყაროს #WeChangeTheWorld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #CEA #კერძოსკოლა #ბაღი #Preschool