top of page

გალაკტიონ ტაბიძის საღამო


თანამედროვე განათლების აკადემიაში გენიალური ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის საღამო გაიმართა. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მისი ლექსები და ჩანახატები წაიკითხეს. ასევე, შემოგვთავაზეს სხვა მწერლების მოგონებები გალაკტიონზე და მისი ცნობილი ლექსების დაწერის ისტორიები. გარდა ამისა, მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავად გალაკტიონის მიერ წაკითხული ლექსები მოესმინათ.


ღონისძიებას ორგანიზება აკადემიის ადმინისტრაციამ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების: ჯულიეტა ჯანჯღავას, ნათია ფალიანისა და მარინა ჯავახიშვილის დახმარებით გაუწია.


გალაკტიონ ტაბიძე 1891 წლის 17 ნოემბერს, ვანთან ახლოს, სოფელ ჭყვიშში დაიბადა. მისი ლექსების პირველი კრებული 1914 წელს გამოვიდა, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა, ხოლო 1919 წელს გამოცემულმა „არტისტულმა ყვავილებმა“ ავტორს „გენიალური გალაკტიონისა“ და „პოეტების მეფის“ სახელი მოუტანა. უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. გალაკტიონი 1959 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

______________

Comments


bottom of page