გაეროს მოდელირება
- CEA
- Feb 24, 2020
- 1 min read
Updated: Feb 26, 2020
თანამედროვე განათლების აკადემიაში მეორე დღეა წარმატებით მიმდინარეობს გაეროს მოდელირება რომლის მონაწილეებიც აკადემიის მე-8; მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები არიან.
აღსანიშნავია, რომ გაეროს მოდელირება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. მოსწავლეები მოდელირების პროცესში ხდებიან დიპლომატები, ისინი წარადგენენ და დაიცავენ საკუთარი ქვეყნების პოზიციებს, მართავენ დებატებსა და მოლაპარაკებებს.
გაეროს მოდელირების მიზანია:
მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარები;
გაიღრმავონ ლიდერული თვისებები;
ახლოს გაიცნონ გაეროს მუშაობის პრინციპები.
თანამედროვე განათლების აკადემია ზრუნავს მოსწავლეების პროგრესზე, ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სამყაროს შეცვლა ჩვენი დახმარებით .#ჩვენვცვლითსამყაროს
Comments