top of page

ბრიტანული უნივერსიტეტის ვორქშოპი CEA-ში


ბრიტანული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა თანამედროვე განათლების აკადემიის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ვორქშოფი ჩაატარეს, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივ შრომით ბაზარს შეეხებოდა. ტრენერმა ისაუბრა, თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ და რა სავალდებულო უნარ-ჩვევები უნდა გამოიმუშაონ მოსწავლეებმა იმისთვის, რომ ორივე შრომით ბაზარზე მოთხოვნადები იყვნენ.


ვორქშოფის ბოლოს მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები Leadership Weekend-ზე მიიწვიეს, რომელიც ბრიტანულ უნივერსიტეტში 2 და 3 დეკემბერს გაიმართება. ორდღიან უფასო ვორქშოფზე მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ ლექციებსა და სესიებს ლიდერშიფის შესახებ, ჩაერთონ იმიტირებულ თამაშებში და შექმნან საკუთარი პროექტები.

______________

  • Facebook
  • YouTube

დაგვიკავშირდით:

მისამართი:

© თანამედროვე განათლების აკადემია 2020 

ი.ჭავჭავაძის გამზირი #37

თბილისი 0179

საქართველო

ს/კ 204861596

bottom of page