top of page

აფხაზეთის კვირეულის ფარგლებში, აკადემიამ თამარ არდაშელიასა და აფხაზ სტუდენტებს უმასპინძლა


"რა გამოწვევების წინაშეა ახალი თაობა აფხაზეთის ომის შემდეგ, განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობისა თუ სტაბილური გარემოს თვალსაზრისით" - ამ თემაზე თანამედროვე განათლების აკადემიაში, აფხაზეთის კვირეულის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მოწვეულმა სპიკერმა თამარ არდაშელიამ, აფხაზ სტუდენტთან ერთად, აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი ახალგაზრდების პრობლემებზე ისაუბრა. მათ ასევე, ხაზი გაუსვეს ოკუპაციის უარყოფით გავლენაზე აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი ახალგაზრდების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან სოციალიზაციაზე.


შეხვედრის განმავლობაში სტუმრებმა მოსწავლეებთან ისაუბრეს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობაზე და მათი როლის დადებით წარმოჩენაზე ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ღონისძიების დასასრულს მოეწყო დისკუსია. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სტუმრებისთვის, აღნიშნული თემის ირგვლივ, კითხვები დაესვათ. ______________ #ჩვენვცვლითსამყაროს #wechangetheworld #თანამედროვეგანათლებისაკადემია #contemporaryeducationacademy #cea #კერძოსკოლა #ბაღი #preschool

Comentarios


bottom of page